Monday, May 3, 2010

მონაცემების მოპოვება და დამუშავება

1. პროექტის სახელი: მონაცემების მოპოვება და დამუშავება
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებებით: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის იდეას. კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობის 3 ჯგუფად. ისინი თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემას, რის ირგვლივაც უნდა შეაგროვონ მონაცემები გამოკითხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მთავარ იდეას. კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობის 3 ჯგუფად. ისინი თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემას, რის ირგვლივაც უნდა შეაგროვონ მონაცემები გამოკითხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ამისთვის წინასწარ უნდა შეადგინონ კითხვარი. მონაცემები მოპოვების შემდეგ უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილებით, დაამუშაონ, გამოთვალონ რიცხვითი მახასიათებლები; საშუალო, მოდა მედიანა, განბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა. შემდეგ შეარჩიონ დიაგრამის სახე და წარმოადგინონ ხელსაყრელი ფორმით. გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, დაასახელონ ასეთი სურათის შექმნის მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზების მათეული ვარიანტები.

4მონაწილეთა ასაკი:14-15წელი
5. ვადები/ხანგძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წინასწარ უნდა შეადგინონ კითხვარი. მონაცემები მოპოვების შემდეგ უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილებით, დაამუშაონ, გამოთვალონ რიცხვითი მახასიათებლები; საშუალო, მოდა მედიანა, განბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა. შემდეგ შეარჩიონ დიაგრამის სახე და წარმოადგინონ ხელსაყრელი ფორმით.
7. მოსალოდნელი შედეგები: აქტუალური თემის შერჩევისა და სათანადო მონაცემების მოპოვების ხერხის შერჩევის უნარის გამომუშავება;

მოპოვებული მონაცემების დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა.

მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოდგენის მნიშვნელობის გააზრება;

ისტ-ის გამოყენების სათანადო გამოცდილების მიღება.
8. სამუშაო ენა: რუსული
9. პროექტის ფასილიტატორი: რუზანა ბადასიანი
10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: rbadasiani@gmail.com